ილიკო სუხიშვილი (დ. 4 აპრილი, 1907, თბილისი – გ. 24 მარტი, 1985) – ქართველი მოცეკვავე, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლისდამფუძნებელი.
- 1924 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია.
- 1926 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელია, ხოლო 1928 წლიდან - ამავე თეატრის ქართული ბალეტის სოლისტი.
- 1930 წლიდან ილიკო სუხიშვილი უკვე აღიარებული შემომქმედია.
საქართველოს გარდა, იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის "დემონი", გლინკას "რუსლან და ლუდმილა", პროკოფიევის ბალეტი "კუზიანი კვიცი") და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
- 1935 წელს ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე ილიკო სუხიშვილმა ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი დაიმსახურა.
- 1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერსა" და "დაისში" (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის "ქეთო და კოტეში" (კიევი), ქართული ცეკვები საბჭოთა არმიის წითელდროშოვან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი); მანვე დადგა კ. კავოსის ბალეტი "კავკასიელი ტყვე" (კიევი).
ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როცა მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.
გარადაიცვალა 1985 წლის 24 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი ღვაწლისა და ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისათვის მრავალი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა.ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინების საქმეს.ლაურეატი, მედალი-"ხალხური ცეკვის პროფესიულ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალი" - 1935, ლონდონი.ჯილდოები
- "ლენინის ორდენი" - 1965
- "შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია - 1971
მთავრობის სხვა საპატიო სიგელები და მედლები
No comments:
Post a Comment