ნამდვილი ხელოვნებისა და გემოვნების მაცოცხლებელი წყაროებით გამდიდრებული მაღალი კულტურის ნიმუშია ნინო რამიშვილი. ის არაჩვეულებრივად ფლობდა ცეკვაში ხელების ტექნიკას, მის ხელებს თითქოს შეეძლოთ გადმოეცათ ქალის ურთულესი განცდები და გრძნობები. საბედნიეროდ, ქართული კულტურა მრავალი ტრადიციული ცეკვითაა ცნობილი. ქართულს ცეკვებს ახასიათებს თვითმყოფადობა , დახვეწილობა, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური მასალა და შინაარსიანობა. არის როგორც საბრძოლო , ასევე სატრფიალო სცენები. ზოგადად ცეკვა ხელოვნების უძველესი ფორმაა , რომელიც მატერიალურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით შეიქმნა. ცეკვაში გამოიხატება ჩვენი ცხოვრება , გრძნობა , განცდა, ხასიათი , ამიტომ ეს არის რიტმულ მოძრაობათა კომპლექსი , რომლის საშუალებითაც ადამიანი გადმოსცემს თავის შინაგან გრძნობებსა და განცდებს. ქართულ- ხალხურ კულტურას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. უპირველეს ყოვლისა , როგორც ვიცით , პირველი ცეკვა სამონადირეო იყო, კერძოდ ნაყოფიერების ღმერთის მიმართ სრულდებოდა ფერხული. თანდათანოით შეიქმნა ისეთი ცეკვები როგორიცააა განდაგანა, ხორუმი, ქართული, სამაია, ხანჯლური, ილოური, ზეკარი, ჯუთა , ჩავლა და სხვა... თავიდანვე დიდად გაითქვა სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა "სუხიშვილებმა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ყველაზე აღსანიშნავი ცეკვა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია სატრფიალო ხასიათის ცეკვა "ქართულია". ის ხუთი ნაწილისაგან შედგება, თუმცა ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილადაც.მუსიკალური ზომაა 6/8,
ასევე საინტერესოა მთიულური , რომელშიც ჭარბობს ცერილეთები , მუხლილეთები, ბრუნები და სხვა. სათავეს იღებს ხევსურეთიდან და გამოიხატება ამავე კუთხის კულტურა.
ყურადღებამისაქცევია, ასევე სამაია , რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს და ის ეძღვნებოდა ნაყოფიერების ღმერთს მთვარეს.
ხორუმი საბრძოლო ცეკვაა და მისი საწყისი აჭარის რეგიონია. შემსრულებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და გადმოცემულია მეომრების ბრძოლის სცენა. თავდაპირველად იზვერბა სცენა და შემდეგ მთავარი ლაშქარიც შემოდის ტერიტორიაზე.
რაც ეხება სიმდსა და ხონგას, ეს ორივე ცეკვა ოსეთიდან იღებს სათავეს და მათში მხოლოდ მოცეკვავეთა რაოდენობაა განსხვავება,იმ თვალსაზრისით რომ სიმდს შედარებით მოცეკვავეთა დიდი რაოდენობა ასრულებს. დანარჩენი ეს იქნება ჩაცმულობა , ნახაზი, ილეთები თუ მუსიკა ყველაფერი იდენტურია.
მე უკვე მიმოვიხილე რამდენიმე ცეკვა და ყველა მათგანი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სუხიშვილების როლი დღევანდელ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მათი მეშვეობით შემოინახა ჩვენი ძველი დრადიცია და კულტურა და გახდა ცნობილი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. დღეს ალბათ იშვიათია , სუხიშვილები ვახსენოთ საზღვარგარეთ და ვინმეს ნანახი თუ არა გაგონილი მაინც არ ჰქონდეს მათი სახელი და ცეკვა. სუხიშვილებმა ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას უცხოეთში და ეს დასაფასებელია!
No comments:
Post a Comment